გეოგრაფია

воскресенье, 20 мая 2018 г.

პროექტი ამინდზე დაკვირვება ქ. ბოლნისის მეტეოსადგურში

პროექტი
სასწავლო პროექტი - ამინდზე დაკვირვება ქ. ბოლნისის მეტეოსადგურში
                                        IX ა კლასი
                                        გეოგრაფიის მასწავლებელი ლილი რეხვიაშვილი
                                           (2017-2018 სასწავლო წელი)
                                        მოსწავლეთა რაოდენობა 18 მოსწავლე
                                        მოსწავლეთა ასაკი 15 წელი
                                        პროექტის მუშაობის ხანგრძლივობა 2 თვე
პროექტის აქტუალობა - საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში
                                          ფუნქციონირებს მეტეოსადგურები. დიდ სამსახურს უწევს მათ
                                          ვინც დამოკიდებულია ამინდზე სოფლის მეურნეობა, საჰაერო
                                         ტრანსპორტი და სხვა სამსახურები, ჩნდება საჭიროება, რომ
                                          იცოდნენ მოსწავლეებმა, როგორ ხდება ამინდზე დაკვირვება.
პროექტის მიზანი -
  •        მეტეოროლოგიური სადგურის მნიშვნელობას გაეცნობიან;
  •        მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება;
  • მიეჩვევიან ინფორმაციის კრიტიკულად მიდგომასა და საკუთარი თვალთახედვით არგუმენტირებას;
  • ჩამოუყალიბდებათ სოციალური უნარ ჩვევები;
  • მოსწავლეებს უჩნდებათ სურვილი სხვა პროექტებში მონაწილეობის;
  • განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • გაუჩნდებათ გეოგრაფისადმი როგორც მეცნიერების ინტერესი.
ე.ს.გ. - მისაღწევი შედეგი - გეო.IX.2 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს
                                                   საქართველოს ბუნებრივი პირობები;
                                                 გეო.IX.1 მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა
                                                 (ზეპირი მოხსენება) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე
                                                   კონკრეტული მიზნით.
                                                 გეო. IX.2 მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლის მოსმენა და
                                                კრიტიკულად შეფასება;
                                                გეო.IX.3 მოსწავლეს შეუძლია პრობლემური და სადავო
                                                 საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცვლელი ტექსტების                                                   გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი
                                                  დამოკიდებულების გამოხატვა.
პროექტის მსვლელობა:
I ეტაპი
  • მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის განსაზღვრა;
  • მოსწავლეთა მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით სამუშაო ჯგუფების შექმნა;
  • დავალების განაწილება ჯგუფებში;
  • შეხვედრის დღეების დადგენა;
I ჯგუფი - ჰაერის ტემპერატურა
II ჯგუფი - ატმოსფეროს ნალექი
III ჯგუფი - ქარი

II ეტაპი
გასვლითი აქტივობა 2017 წლის ოქტომბერში - მარშუტი მეტეოსადგური - მგზავრობა ადგილობრივი ტრანსპორტით 16 მოსწავლე 2 მშობელი. მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით გეგმავენ მასალის შეგროვებას, ვაძლევ მითითებებს და რეკომენდაციებს პრობლემების გადასაწრელად.

III ეტაპი
შუალედური შეხვედრა
ჯგუფები ჩემთან განიხილავენ მუშაობის პერიოდში წამოჭრილ პრობლემებს, ვაძლევ მითითებებს და რეკომენდაციებს პრობლემის გადასაწრელად.

IV ეტაპი
შუალედური შეხვედრის დროს რეკომენდაციების გათვალისწინებით პროექტის დახვეწა სრულყოფა.

V ეტაპი
  • პროექტის პრეზენტაცია  2017 წლის ნოემბერი ჯგუფის მიერ საკუთარი მასალის წარდგენა (პრეზენტაცია) 
  • პროექტში მონაწილეთა მიერ თვითშეფასებისა და ჯგუფში მუშაობის შეფასების სქემის შევსება
  • მოსწავლეების მიერ პროექტის შეფასება

პროექტისათვის საჭირო სახელმძღვანელო
და რესურსები -
  1. IX კლასის სახელმძღვანელო საქართველოს გეოგრაფია ავტორი (ელიზბარაშვილი; ბერუჩაშვილი)
  2. კომპიუტერი
  3. ფოტოაპარატი
  4. მეტეოლოგიური სადგურის ხელსაწყო - ფლუგერი
  5. ნალექსაზომი
  6. ჰიგრომეტრი
  7. ანუნომეტრი
  8. თერმომეტრი
  9. ბარომეტრი
დანართის მასალა -
  •  მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
  • აქტივობის ცხრილი
  • ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა
  • ფოტო მასალა
  • რეფლექსია
რეფლექსია
 მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ თემა და დავგეგმე სასწავლო პროექტი"ამინდზე დაკვირვება ქ. ბოლნისის მეტეოსადგურში". პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ მასალებს ბოლნისის მეტეოსადგურის თანამედროვე ტიპის ხელსაწყოები და ძველი დანადგარებს.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალებები. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთთან ითანამშრომლეს. დავალებებს ასრულებენ დამოუკიდებლად. მეტეოსადგურის მოედანზე დაკვირვება მოახდინეს ხელსაწყოები. ტემპერატურის საზომი თერმომეტრები ბუდრუგანაში არის განთავსებული. I ჯგუფი ჰაერის ტემპერატურაზე მოახდინეს დაკვირვება ისინი ყოველ დღიურად სამჯერ ახდენენ ტემპერატურის გაზომვას და დღის საშუალო ტემპერატურისა და ამპლიტუდას ადგენენ. I ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია.II გუფი მუშაობდა ატმოსფეროს ნალექებზე ისინი მონაცემებს აგროვებენ ნალექ საზომი ბუდრუგანიდან. თვალს ვადენებდი თითეულ აქტივობას საინტერესოდ და ხალისით ასრულებდნენ თავის საქმიანობას. III ჯგუფი მუშაობდა ქარზე. ფლუგერის მოძრაობის მიხედვით ჯგუფის წევრები ახდენენ ჩანიშვნებს, ქარის მიმართულეებს ინიშნავენ პროგნოზის მხარეების მიმართულებით. ჯგუფის წევრები მეგობრულად და ხალისიანად ასრულებდნენ დავალებებს. ერთმანეთის მიმართ ემჩნეოდათ პატივისცემა და მეგობრული დამოკიდებულება ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავის შთაბეჭდილებებს. ყოველ დღიურად ჯგუფის ახდენს ქარზე დაკვირვებს. სამივე ჯგუფი ადგენს ამინდის კალენდარში მონაცემებს.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპი შედეგზე გავიდა ყველაზე დიდი წარმატება დავინახე ურთიერთთანამშრომლობის დროს, მეგობრულად შეთანხმებით ინაწილებდნენ საქმიანობას. დაკვირვებას ახდნენ სამივე ჯგუფი მეტეოროსადგურში ამინდზე დაკვირვებას. პროექტზე მუშაობის დროს გამოუმუშავდათ მნიშნელოვანი უნარ-ჩვევები, რომელიც მოსწავლეთა წარმატებისთვის მნიშნელოვანია, კერძოდ მასალების მოძიება. დახარისხება და მათი მიზნობრივად გამოყენება კომუნიკაციის, აზრის გაცვლა-გამოცვლისა და უღთიერთთანამშრომლობის უნარი. ტექნოლოგიების გამოყენების უნარების პროექტის პრეზენტაციის ჯგუფებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი. პრეზენტაციის დროს გამოუმუშავდათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. დაუგროვდათ ცოდნა მეტეოსადგურის თანამედროვე ხელსაწყობზე დაკვირვება მონაცემების შეგროვება, დიაგრამების აგება. შეისწავლეს ამპლიტუდის დადგენა დღეღამური ნალექების დაჯამება. გაიგეს ჰაერის მიმართულების დიაგრამაში ჩანიშვნა, აგრეთვე დღეღამური ნალექების ტენის დადგენა.
რაც შეეხება ხარვეზების პროექტზე მუშაობისას და მისი შედეგების შეფასების შემდეგ დავინახე რამდენიმე ხარვეზი, რომლებსაც გავითვალისწინებ შემდეგი მუშაობის დროს, კერძოთ ასეთი პროექტი მოითხოვდა უფრო მჭიდროდ მეთანამშრომლა გეოგრაფიის მასაწავლებელთან ზოგიერთი მოსწავლის მეტყველება დასახვეწია. აქ საჭირო იყო ინდივიდუალური მუშაობა მსგავს ხარვეზების აღმოფხვრის შემდგომ მსგავს აქტივობების დაგეგმვისას.

 ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებელი: ლილი რეხვიაშვილი
 ელ. ფოსტაlilir1949@gmail..com
 
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი lilir1949.blogspot.com





























Комментариев нет:

Отправить комментарий