გეოგრაფია

среда, 19 июня 2019 г.

შიდა დაკვირვების გაკვეთილი თემა: "საქართველოს წიაღისეული"


გაკვეთილის გეგმა

საგანი
საქართველოს გეოგრაფია
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური მე-9კლასი
მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლეთა რაოდენობა - 30

პედაგოგი
ლილირეხვიაშვილი
გაკვეთილის თემა
საქართველოს  წიაღისეული
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ აღწერონ საქართველოს მნიშვნელოვან რესურსები,  დააჯგუფნ ისინი წარმოშობის მიხედვით და შესაბამისი პირობითი ნიშნებით დაიტანონ კონტურულ რუკაზე.
შესაბამისობა ე.ს.გ.-თან
სტანდარტი: გეო.IX.3.3 - მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები.

·         რუკებისა და ტესტური მასალის გამოყენებით,  აღწერს საქართველოსთვის დამახასიათებელ მნიშნელოვან რესურსებს (მინერალურიდასაწვავირესურსებიდასხვა) აკავშირებს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ. ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია) აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით აჯგუფებს საქართველოს რეგიონებს;
წინარეცოდნა
მოსწავლეებმა იციან დედამიწის ქერქი, გეოლოგია, ერები. ძველი კრიტიკული მასივი და ახალგაზრდა ვულკანური მასივი.
შეფასება დათვითშეფასება
გამოვიყენე ბგანმავითარებელ შეფასებას  (გაკვეთილის მსვლელობის და შეფასების ანალიტიკური რუბრიკას შევაფასებ გაკვეთილის ბოლოს)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
საქართველოს ფიზიკური და გეოლოგიური რუკა. სამაგიდო რუკები. კონტურული რუკები. თაბახის ფურცლები.  კომპიუტერი პროექტორი. სახელმძღვანელო “საქართველოს გეოგრაფია”. ტორფი, ბაზალტი, გრანიტი, ვულკანური ტუფი. სურათები (მაგმური, დანალექი, მეტამორფული ქანების) საჩვენებელი ჯოხი, ჩხირები, პლაკატი - წიაღისეულის პირობითი ნიშნები. ფანქარი, პასტა, ცარცი.

ორგანიზებული საკითხის მოგვარება
ფაზა I – გაკვეთილის თემის, ტიპისა და მიზნის გაცნობა. შეფასების რუბრიკის გაცნობა (შეფასების რუბრიკები და გაკვეთილის მიზანი, გამოკრულია კედელზე) - 2 წუთი

წინარე ცოდნის გააქტირუება: -  5 წუთი

კლასს მერხებზე ულაგიათ ქანები და ვსვამ კითხვებს:
1.      რომელი ქანები ვიცით წარმოშობის მიხედვით?
2.      რას ხედავთ თქვენ მაგიდაზე, რომელი ქანებია?
3.      საქართველოში სად მდებარეობს ძველი კრისტალური ქანები? (ვაჩვენოთ რუკაზე)
4.      სად მდებარეობს ახალგაზრდა ვულკანური ქანები? (ვაჩვენოთ რუკაზე)

ფაზა II – მინი ლექცია - 10 წუთი

აქტივობა1 - ახალი გაკვეთილის ახსნა -  საქართველოს წიაღისეული გაკვეთილს ვიწყებ მინი ლექციით, პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ მოსწავლეებს სასარგებლო წიაღისეულს. მოკლედ ვაცნობ საქართველოში მრავალფეროვან სასრგებლო წიაღისეულს მათ დაჯგუფებას. სათბობ-ენერგეტიკას, ლითონურს, არალითონურს და სამშენებლო მასალებს.  გავაცნობ მოსწავლეებს საქართველოს ფიზიკურ და გეოლოგიურ რუკაზე ჩვენ მუნიციპალიტეტში გავრცელებულ სამშენებლო მასალებისა და საქართველოში ცნობილ საბადოებს და ვსვავ კითხვებს:
1.      ამოიცანით და დაასახელეთ თქვენ მაგიდაზე განთავსებული რომელი სამშენებლო მასალაა?
2.      როგორ ფიქრობთ საიდანაა აღებული?

აქტივობა2 - აუხსნი პირობით ნიშნებს, რომელიც წარმოდგენილია პლაკატის სახით.   მოსწავლეს ვთხოვ გაარჩიონ და მონახონ საქართველოს ფიზიკურ რუკაზეწიაღისეულის პირობითი ნიშნები.

აქტივობა3 - მოსწავლეებს ვთხოვ პირობითი ნიშნების მიხედვით იპოვონ სამაგიდო რუკაზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოები და ვუსვამ კითხვებს:
კითხვა 1 - ვიპოვოთ ნავთობის საბადო
კითხვა 2 -  ვიპოვოთ ქვანახშირის საბადო
კითხვა 3  - ვიპოვოთ ტუფისა და ბაზალტის საბადო

აქტივობა 4 ჯგუფური მუშაობა - 20 წუთი
კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად, თითეულ ჯგუფს ვურიგებ ბარათებს და მივაწოდებ ინსტუქციას ჯგუფური მუშაობის წესებს.

პირველი ჯგუფი- შეასრულებს სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეულის შესახებ დავალებას. წიგნიდან მიღებულ ინფორმაციას. დაიტანონ კონტურულ რუკაზე პირობითი ნიშნების მიხედვით.

მეორე ჯგუფი - შეასრულებს ლითონურ წიაღისეულის შესახებ დავალებას. წიგნიდან მიღებულ ინფორმაციას. დაიტანონ კონტურულ რუკაზე პირობითი ნიშნების მიხედვით.

მესამე ჯგუფი - შეასრულებს არალითონურ წიაღისეულის შესახებ დავალებას. წიგნიდან მიღებულ ინფორმაციას. დაიტანონ კონტურულ რუკაზე პირობითი ნიშნების მიხედვით.

მეოთხე ჯგუფი - შეასრულებს საშენი მასალებების შესახებ დავალებას. წიგნიდან მიღებულ ინფორმაციას. დაიტანონ კონტურულ რუკაზე პირობითი ნიშნების მიხედვით.

აქტივობა 5 ჯგუფური მუშაობის პრეზენტაცია
თითეული  ჯგუფი სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს პრეზენტაციას კონტურული რუკის სახით, რომლის წარდგენის შემდეგ როგორც მე ისე ჯგუფის წევრებს მიეცემათ საშუალება დასვან კითხვები ჯგუფის წევრთა შორის. ჯგუფების პრეზენტაცია შეფასდება პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პრეზენტაცია აფასებენ მოსწავლეებიც. (ურთიერთ შეფასება)

ფაზა III - შეჯამება - 2  წუთი

მასწავლებელი ზეპირი სახით აჯამებს გაკვეთილს შემდეგი შეკითხვებით:
·         დაასახელეთ ორი  რამ რითაც გამოირჩეოდა ეს გაკვეთილი;
·         დაასახელეთ ერთი რამ, რაზეც კითხვები დაგებადათ;
·         დაასახელეთ ორი რამ, რასაც გამოიყენებთ თქვენს ცხოვრებაში ამ გაკვეთილიდან.
საშინაო დავალება
საქართველოს წიაღისეული საქართველოს გეოგრაფიის მე-9 კლასის სახელმძღვანელო გვ. 22-23. – 2 წუთი
შეფასება
მასწავლებელი აფასებს ჯგუფურ პრეზენტაციებს განმავითარებელი შეფასებით. მასწავლებელი აფასებს თითეული მოსწავლის ინდივიდუალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. შეფასებას მასწავლებელი აძლევს გაკვეთილის დასრულების შემდეგ. ასევე მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის. ჯგუფურ სამუშაოს ურთიერთშეფასება. –  4 წუთი










ჯგუფური მუშაობის  რუბრიკა

კრიტერიუმი
 ცუდი
საშუალო
კარგი
ჯგუფის მიერ დავალების სწორად  გააზრება
ჯგუფმა დავალება ცუდად გაიაზრა
ჯგუფმა დავალება ბოლომდე ვერ გაიაზრა
 ჯგუფმა დავალება სწორად გაიაზრა
ჯგუფის მიერ სამუშაოს  ორგამიზება
ჯგუფმა სამუშაოს ორგანიზება ვერ შეძლო
ჯგუფმა სამუშაოს ორგანიზება ნაწილობრივ შეძლო
 ჯგუფმა კარგად შეძლო შამუშაოს ორგანიზება     
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს
 იშვიათად თანამშრომლობს
ყოველთვის თანამშრომლობს
სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება
უჭირს სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება
იშვიათად ისმენს და ითვალისწინებს
ყოველთვის ისმენს და ითვალისწინებს
დროის ლიმიტის დაცვა 
ვერ აკონტროლებს დროს
ცდილობს მაგრამ ვერ ახერხებსდროის გადანაწილებას
კარგად ანაწილებს დროს
ჯგუფის მიერ შესრულებული
 სამოშაოს პრეზენტაცია
პრეზენტაცია მიზანს აცდენილია
არა დამაჯერებლად და უინტერესოდ წარმოადგენს
პრეზენტაცია  კარგად არის წარმოდგენილი













პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმი
1-4        ცუდი    
    5-6 საშუალო
   7-8     კარგი   
     9-10 ძალიან კარგი
შესავალი
შესავალი არა აქვს
შესავალი აქვს მაგრამ არა სრულყოფილია
შესავალი საინრერესოა მაგრამ ხანდახან ვერ აიდენტფიცირებასხერხებს პრობლემის
შესავალი  საიტერესოა. პრობლემა კარგად აქვს გააზრებული
შინაარსი პასუხობს თემას
შინაარსი არ პასუხოდს თემას
შინაარსი პასუხობს  თემას, მაგრამ არ არის სრულყოფილი   
შინაარსი  შეესაბამება თემას მაგრამ სხვადასხვა წყაროებს ყოველთვის არ იუენებს
შინაარსი შეესაბამება თემას და გმოყენებული აქვს სხვადასხვა წყაროები
საუბრობს გამართული ენით, იყენებს შესაბამის  ტერმინოლოგია
უჭირს საუბარი
საუბრობს გამართული ენით, უჭირს ტერმინების გამოყენება
საუბრობს გამართულად, ტერმინების  გამოყენებისას უშვებს შეცდომას
საუბრობს გამართულად, უშეცდომოთ იყენებს ტერმინებს
.ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას
აუდიტორიასთან კონტაქტს ვერ ამყარებს
აუდიტორიასთან ამყარებს მხოლოდ ვერბალურ კომუნიკაციას
  აუდიტორიას თან კარგად ამყარებს ვერბალურ კომუნიკაციას, მაგრამ უჭირს არა ვერბალური  კომუნიკაციის დამყარება
კარგად ფლობს აუდიტორიას, იყენებს მიმიკას  ჟესტიკულაციას და ინტონაციას
ფლობს ინფორმაციას(ადეკვატურად პასუხობს კითხვრბს)
ცუდად ფლობს ინფურმაციას
ნაწილობრივ ფლობს ინფორმაციას, კითხვებს პასუხობს შეცდომით
ფლობს ინფორმაციას, კითხვებს პასუხობს
ადეკვატირად, მაგრამ
ხანდახან უშვებს შეცდომას
 კარგად ფლობს ინფორმაციას
კითხვებს პასუხობს ადეკვატურად
იყენებს თვალსაჩინოებას
ვერ იყემებსთვალსაჩინოებას
იყენებს ხანდახან
იყენებსმაგრამ არაყოველთვის
 კარგად
ყენებს
თვლსაჩინოებას
იცავს დროის ლიმტს
ვერაკონტროლებს დროს
 ცდილობს მაგრამ ვერ ახერხებს დროის გადანაწილებას
იცავს მაგრამ ხანდახან  ცდება დროს
ყოველთვის იცავს დროს


გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ აღწერონ საქართველოს მნიშვნელოვანრესურსები, დააჯგუფნ ისინი წარმოშობის მიხედვით და შესაბამისი პირობითი ნიშნებით დაიტანონ კონტურულ რუკაზე.


სტანდარტი: გეო.IX.3.3 - მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები.
·    რუკებისა და ტესტური მასალის გამოყენებით, აღწერს საქართველოსთვის დამახასიათებელ მნიშნელოვან რესურსებს (მინერალური და საწვავი რესურსები და სხვა) აკავშირებს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ. ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია) აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით აჯგუფებს საქართველოს რეგიონებ


საქართველოს წიაღისეული


                                                                                                                                                                                                                               
                                                                                         
სათბობ-ენერგეტიკული                    ლითონური                                      არალითონური


                                                     
                                                             საშენი მასალები

                                                                          



რეფლექსია
ჩემი გაკვეთილის  თემა -  საქართველოს  წიაღისეული
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლეები შეძლებენ აღწერონ საქრთველოს მნიშნელოვანი რესურსები, დააჯგუფებენ ისინი წარმოშობის მიხედვით და შესაბამისი პირობითი ნიშნებით დაიტანონ კონტურულ რუკაზე.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე გტავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები. გაკვეთილზე მოსწავლეები შევაფასე აღნიშნული კრიტერიუმებით.
ვფიქრობ ჩემს მიერ გაკვეთილზე დაგეგმილი აქტიობები შეესაბამებოდა დასახულ მიზანს.
გამოწვევის ფაზაზე მოტივაციის შექმნის მიზნით დავსვი შეკითხვები წინა მასალიდან რამაც ჩემი აზრით გაზარდა ინტერესი ახალი მასალის მიმართ. ამის შემდეგ გაკვეთილის გეგმის მიხედვით განვახორციელე მეორე ფაზა მინი ლექცია აქტივობა პირველი საქართველოს წიაღისეული. გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვიყენე ვიდეო მასალა სლაიდებით ვაჩვენე საქართველოს წიაღისეული გავაცანი სათბობ-ენერგეტიკა ლითონური და არალითონური წიაღისეული ყურადგება გავამახვილე თითეულ საბადოზე. ვაჩვენე თვალსაჩინო მასალა ტუფი, ბაზალტი, გრანიტი, ტორფი. პლაკატის საშუალებით  ვაჩვენე სასარგებლო წიაღისეულის პირობითი ნიშნები, რომლის საშუალებით სახელმძღვანელოს მოცემულ რუკაზე ეპოვნათ საბადოები ადგილმდებარეობის მიხედვით.
შემდეგ აქტივობაზე მოსწავლეებს ვთხოვ პირობითი ნიშნების მიხედვით იპოვონ სამაგიდო რუკაზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოები და ვსვავ კითხვებს.
კლასი დავყავი სამ ჯგუფად თითეულ ჯგუფს დაურიგე თემები, რომელიც უნდა შეესრულებიათ კონტურულ რუკებზე და წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით. მათ შეასრულეს დავალება დაიტანებ კონტურულ რუკაზე საბადოები და წარმოადგინეს პრეზენტაცია.
მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით. მივეცი დავალება საქართველოს წიაღისეული. ჩატარებული გაკვეთილზე აქტივობებზე გათვლილი დრო ეფექტურად გამოვიყენე არ მქონდა დროის დეფიციტი.
შევეცდები შემდეგ გაკვეთილზე ყველა მოსწავლეზე გადავანაწილო ყურადღება, რათა ყველა მოსწავლე იყოს აქტიური და გამოიჩინონ ინიციატივა ახალი ცოდნის შეძენის პროცესში.





























Комментариев нет:

Отправить комментарий