კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის რეფლექსია
ქ. ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში 2018-19
სასწავლო წლის პირველ სემესტრში მონაწილეობა მივიღე კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მასწავლებელ ლიკა იასაღაშვილის
ორგანიზატორობით.
პირველი შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 18 ოქტომბერს.
შეხვედრის თემა: “განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება”
მეორე შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 22 ნოემბერს.
შეხვედრის თემა: “ეფექტური უკუკავშირი”
მესამე შეხვედრა - 2018 წლის 20 დეკემბერს შეხვედრის თემა: “განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტები”.
კოლეგებთან შეხვედრების მთავარი მიზანია: გავეცნოთ და პრაკტიკაში გამოვიყენოთ
სასკოლო სისტემაში არსებული შეფასების სტრატეგიები.
შეხვედრების თემის აქტუალურობა:
თანამედროვე
სკოლებისთვის საჭიროა ახალი, სრულიად სხვაგვარი თანამედროვე და აპრორირებული
შეფასების სტრატეგიები, რომლებიც მიმართული იქნება რომ უფრო მეტად გამოვლინდეს მოსწავლეების
აკადემიური ცოდნა მათ მიერ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარების
შესწავლა-გამომუშავებისაკენ, საკუთარი საქმიანობის დაგეგმარებისა და იდეების
ეფექტური განვითარებისაკენ. მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღებიდან უნდა გადაიქცეს
ცოდნის აქტიურ მომპოვებლად.
მოსწავლეთა შეფასება ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხია დღევანდელ სკოლაში. შეფასების კრიტერიუმები აკადემიურ შედეგებს მჭიდროდ უკავშირდება. სამწუხაროდ, დღეს პრობლემას
ვაწყდებით სამივე საფეხურზე ამ მხრივ, რასაც მოსწავლეთა დაბალ აკადემიური
შედეგებამდე მივყავართ. იცვლება თაობები და საჭიროა ახლებური ხედვის ჩამოყალიბება
მათთან ურთიერთობაში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობად განვითარებისთვის, მიმაჩნია,
რომ არის კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება.
სწორედ ამ მიზნით შევხვდით ერთმანეთს
სხვადასხვა საფეხურის პედაგოგები. შეხვედრის ორგანიზატორმა, ქ-ნ ლიკა იასაღაშვილმა
მოსწავლეთა შეფასების ეფექტური მართვის საინტერესო
სტრატეგიები შემოგვთავაზა. ჩვენც გავიხსენეთ ჩვენ-ჩვენს კლასებში ნაცადი
სტრატეგიები, შევაფასეთ თითოეული მათგანის ეფექტურობა. ვფიქრობ, აღნიშნული თემები არის აქტუალური და პრაქტიკული, რადგან კიდევ
ერთხელ დაგვაფიქრებს არსებული შეფასების სისტემის თავისებურებებზე. გავეცანით იმ მნიშვნელოვან საკითხებს რომელზეც ხშირად ვერ ვითვალისწინებდი სასწავლო
პროცესის დროს შეფასების მნიშვნელოვან სტრატეგიებს. ორგანიზატორმა
თითეულ შეხვედრის დროს გვაჩვენა ვიდეოები აღნიშნულ თემებზე.
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
მიუხედავად იმისა, რომ “მილენიუმის” ტრენინგები გავლილი მაქვს, მაინც საჭიროდ
ჩავთვალე დავსწრებოდი კოლეგის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას აღნიშნულ თემაზე, რათა
შემევსო და სრულყოფაში მომეყვანა ცოდნა. მართლაც, ლიკას მიერ წარმოდგენილმა ლექციამ, კონკრეტულმა მაგალითებმა და შესაბამისმა ვიდეოებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ამ მეთოდის გამოყენების
სარგებლიანობაში და მომცა მოტივაცი.
ჩემთვის საინტერესო იყო კოლეგების მიერ საკუთარ
კლასებში გამოყენებული შეფასების სტრატეგიების გაცნობა. მოვისმინე, თუ რა შედეგს აღწევენ ისინი
აღნიშნული მეთოდების გამოყენებით. რა ბარიერებს ხვდებიან. რამდენიმე მათგანი
ჩემთვისაც ახალი იყო და სიამოვნებით გამოვიყენებ მათ საკუთარ პრაქტიკაში.
შეხვედრებში მონაწილეობამ
რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
შეხვედრების შედეგად კიდევ ერთხელ გავაცნობიერე,
რომ შეფასება თუ არ იქნა სათანადო დონეზე, ნაჩქარევია ფიქრი
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე. მათ შორის პირდაპირი კავშირი
არსებობს. დამაფიქრა საუთარ პრაქტიკაზე და მომცა სტიმული, გადავხედო კლასის შეფასების საკუთარ მოდელს და შევიტანო
მასში ცვლილებები. ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო
თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების
ეფექტიანობას.
როგორ გამოვიყენე შეძენილი ცოდნა და ახალი უნარები პედაგოგიურ
პრაქტიკაში?
მიმაჩნია, რომ შეხვედრებზე მიღებული თეორიული
მასალა გამომადგა სასწავლო პროცესის დროს უკეთ განმესაზღვრა და ამერჩია ორი შეფასების კრიტერიუმებიდან რომელი უფრო ეფექტურ
შედეგს მომცემდა კონკრეტულ კლასში.
ამ შეხვედრებზე პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი სიახლე
არაფერი ყოფილა, თუმცა საგულისხმო იყო მაინც შეფასების კრიტერიუმებზე, მათ
უკუკავშირზე და სტრატეგიების თავისებურებებზე დაკვირვება. კიდევ მომეცა
საშუალება, ჩავრღრმავებოდი შეფასების მახასიათებლებს, რათა მოავალში დაზღვეული ვიყო
შეცდომებისგან.
შეხვედრების შემდეგ დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი
მე-9-ბ კლასში.
შევეცადე დაგეგმვის დროს გამეთვალისწინებინა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც
გვესაუბრა შეხვედრის ორგანიზატორი.
მიმაჩნია, რომ შეხვედრებზე მიღებული თეორიული მასალა გამომადგა უკეთ განმესაზღვრა და ამერჩია შეფასების შესაბამისი სტრატეგიები.
Комментариев нет:
Отправить комментарий