გეოგრაფია

четверг, 12 апреля 2018 г.

პროექტი ბოლნისის ბაზალტისა და ვულკანური ტუფის საბადოები

 პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: ბოლნისის ბაზალტისა და ვულკანური ტუფის საბადოები.
2.პროექტის მთავარი იდეა /თემა/ 1-2 წინადადებებით მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება ბაზალტის ა და ვულკანური ტუფის შესახებ

 3.პროექტის აქტივობა ბაზალტისა და ვულკანური ტუფის წარმოების პროცესი საბადოებიდან- შენობის მოპირკეთებამდე. შეძლონ მოსწავლეებმა პრაქტიკულად გამოყენება.
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ გააცნობიერონ ბაზალტის და  ტუფის ქანების წარმოქმნის გეოლოგიური პროცესი. გაარჩიონ ტუფის სხვადასხვა სახეები დაბაზალტის ხარისხების მიხედვით. ვულკანური ტუფის  და  ბაზალტის გამოყენება მშენებლობაში.

5.მონაწილეთა ასაკი.- 15-16 წლის.

6. ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბოლნისში არსებული ბაზალტისა და ვულკანური ტუფის  საბადოების მონახულება.  ბაზალტისა  და ვულკანური ტუფის სახერხ  საამქროების  მონახულება და დამუშავების პროცესის გაცნობა. ტუფისა და ბაზალტის ქვების ნატეხების  შეგროვება, დახარისხება და სკოლაში გამოფენის მოწყობა. ბაზალტითა და  ტუფით აშენებული. როგორც ისტორიული ძეგლების ასევე თანამედროვე არქიტექოტურული ნაგებობების მონახულება- დასურათება და პრეზენტაციის მოწყობა.



8, საჭირო ძირითადი  რესურსები: ფოტო აპარატის, სურათების ჩარჩოები, ტრანსპორტი, ქაღალდები კომპიუტერი , ინტერნეტი, მუყაოს ქაღალდი

9. პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები/ : მოსწავლეთა ძირითადი აქტივობა მოიძიებენ  ინფორმაციას ბაზაალტისა და ტუფის საბადოების შესახებ. საბადოების და სახერხიი საამქროების  მონახულება. საბადოებზე გეოლოგიური დაკვირვება,
ქვის საამქროების  საქმიანობის  აღწერა. აგროვებენ აღნიშნულ ობიექტზე ბაზალტსა და ვულკანურ ტუფის პატარა ნატეხებს რითაც მოაწყობენ გამოფენას. მოინახულებენ ბაზალტისა  და  ვულკანური  ტუფის  აშენებული  ისტორიული და თანამედროვე არქიტექტორული ნაგებობების, ფოტოზე აღბეჭვდა, ფოტო-გამოფენის მოწყობა.

10. რეფლექსია - კლუბის წევრებთან ერთად შევარჩიეთ თემა და დავგეგმეთ სასწავლო პროექტი "ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვულკანური ტუფის და ბაზალტის საბადოები" . პროექტის მიზანი მოსწავლეებმა შეძლონ გააცნობიერონ ბაზალტის და ტუფის ქანების წარმოქმნის გეოლოგიური პროცესი გაარჩიონ ტუფის სხვადასხვა და ბაზალტის სარისხების მიხედვით და მათი გამოყენება მშენებლობაში.
პროექტის მუშაობისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალებები, ერთმანეთთან ითანამშროლონ ჯგუფის წევრებმა თანაბრად გაინაწილეს დავალებები. დამოუკიდებლად მოიპოვეს მასალები, ინფორმაცია, ჯგუფებს დაევალად ბაზალტისა და ტუფის შეგროვება საამქროში. ერთმა ჯგუფმა იმუშავა ვულკანური ქანების ტუფის შეგროვებით, მეორე ჯგუფმა შეაგროვა და შისწავლა მაგმური ქანების ბაზალტი. ტუფის და ბაზალტის საამქროებში ორივე ჯგუფმა ნიმუშები შეაგროვა და რესურს ოთახში მოაწყვეს გამოფენა.
თვალს ვადევნებდი თითეულ აქტივობას წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ვფიქრობ, ყველა ფაზა (ეტაპი) შედეგზე გავიდა ყველაზე დიდი წარმატება დავინახე ურთიერთთანამშრომლობის დროს. მეგობრულად და ერთმანეთთან შეთანხმებით ინაწილებდნენ საქმეს მოდიოდნენ დილით ადრე და გეგმავდნენ პროექტის მუშაობის შემდგომ ეტაპებს. პროექტის მუშაობის დროს გამოუმუშავდა მნიშნელოვანი უნარ ჩვევები, რომლებიც მოსწავლეთა წარმატებისათვის მნიშნელოვანია კერძოდ, მასალების მოძიება, დახარისხება და მათი მიზნობრივად გამოიყენება კომუნიკაციის გაცვლა-გამოცვლას და ურთიერთთანამშროლობის უნარი, ტექნოლოგიების გამოყენების უნარები, პროექტის პრეზენტაციის დროს გამოიმუშავეს, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. დაუგროვდათ ცოდნა ვულკანური ტუფი მაგმური ქანის ბაზალტი. გაუჩნდათ ინტერესი საკუთარი ტერიტორიაზე უკეთ გაცნობოდნენ სამშენებლო მასალებს.
რაც შეეხება ხარვეზებს, პროექტის მუშაობისას და მისი შედეგების შეფასების შემდეგ. დავინახე რამდენიმე ხარვეზი, რომლებსაც გავითვალისწინებ შემდეგი მუშაობის დროს, კერძოდ ასეთი პროექტი მოითხოვდა უფრო მჭიდროდ მეთანამშრომლა ყველა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთან და მოსწავლეების ერთი შეხვედრა მაინც დაიგეგმოს.
მეტი ყურადღება მიმექცია მათ მეტყველებაზე აქ საჭირო იყო ინდივიდუალური მუშაობა. მსგავს ხარვეზებს აღმოვფხვრი შემდგომ მსგავს აქტივობის დაგეგმისას.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: გეოგრაფია, ფიზიკა ქიმია, და სახვითი ხელოვნება.
12. პროექტის ხელმძღვანელი: ლილი  რეხვიაშვილი

13.ხელმძღვანელის ელ. ფოსტაlilir1949@gmail..com
 
14. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი lilir1949.blogspot.com






















 






















Комментариев нет:

Отправить комментарий