გეოგრაფიის კლუბი "დედამიწის ქომაგები".
2017 წლის 3 ოქტომბრიდან ქ. ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს გეოგრაფიის კლუბი "დედამიწის ქომაგები".
კლუბში გაწევრიანება შეუძლია IX კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრები ჩატარდება თვეში ორჯერ, სამშაბათს 16 საათზე.
მსურველებმა მიაკითხონ ქ.ბოლნისის #1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს ლილი რეხვიაშვილს
კლუბის კურატორი ---------- გეოგრაფიის მასწავლებელი ლილი რეხვიაშვილი ;
კლუბის სლოგანი ------- "დედამიწა ჩვენი სახლია"
კლუბის ლოგო
ქ. ბოლნისის №1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის კლუბი "დედამიწის ქომაგები"
წესდება:
1.1 კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით;
1.2 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო;
1.3 კლუბის იურიდიული მისამართი: ქ. ბოლნისი სულხან-საბა ორბელიანის ქ. 121
2. კლუბში გაწევრიანება;
2.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია და იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა გაერთიანების წევრი;
2.2 კლუბის წევრი შეილება გახდეს ქ. ბოლნისის №1 სკოლის IX ა კლასის მოსწავლეები რომლებიც იზიარებენ კლუბის მიზნებს
2.3 კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა მიმართოს კლუბის კურატორს წერილობითი ფორმით (განცხადებით).
2.4 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე
2.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მოვალეობა მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში დაიცვას წესდების მოთხოვნები შეასრულოს დავალებები
2.6 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტაციასთან შეთანხმების გარეშე
2.7 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან
2.8 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი ეწინააღმდგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და კლუბის არსებობის ვადის გასვლის შემდეგ.
3. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების მიღება;
3.1 კლუბი შედგება კლუბის წევრობისაგან, რომელთა რაოდენობა არაუმეტეს თხუთმეტი მოსწავლიას
3.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილება უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი პირებთან ურთიერთობისას უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, დანიშნონ კლუბის წევრებისგან ერთ-ერთი მოადგილედ გაანაწილოს ფუნქციები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
3.3 კურატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად.
3.4 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოდ სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადე გადააყენოს კურატორი
3.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 8 თვის ვადით.
4. კლუბის მუშაობა
4.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ ორჯელ თვეში
4.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4
\
5. კლუბის რეორგანიწება და საქმიანობის შეწყვეტა.
5.1 კლუბის რეორგანიზაცია ხორციელდება ამ დებულებისთვის
5.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილებით
მიზნების მიღწევის შემთხვევაში
6. დასკვნითი დებულებები
6.1 წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან
6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ქ. ბოლნისი სულხან-საბა ორბელიანის ქ. №121
3.10. 2017 წელი
იდეა კლუბის ჩამოყალიბების გამიჩნდა გამომდინარე იქედან, თუ როგორ შეიძლებოდა მოსწავლეთა დაინტერესება იმ საგნით, რომელსაც ვასწავლი კერძოდ, გეოგრაფიის მიმართ. დაინტერესება არა იმის გამო, რომ მათ კარგად ჩააბარონ სკოლის გამოსაშვები ან ერთიანი ეროვნული გამოცდები. არამედ, დაინტერესდნენ იმდენად, რომ სამომავლოდ ამ სფეროს კვლევა დაისახონ მიზნად; ამაზე ისაუბრონ სახლშიც და მეგობრებთანაც. ასევე, კლუბის დახმარებით მომხდარიყო მოსწავლეთა თვითრეალიზაცია, მოსწავლეების სასკოლო აქტივობებში ჩართვა და მათი სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება. კლუბური მუშაობის დახმარებით მათ ჩამოუყალიბდება შემდეგი უნარები:
- სამშობლოს უკეთესი შესწავლა
- საქართველოს და მსოფლოს მოვლენების შემეცნება
- ადგილობრივი გეოგრაფიის შესწავლა
- ცოდნის მიღების ინტერესის გაღვივება
- შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საწყისების უნარების განვითარება.
- კომუნიკაციის უნარების გამომუშავება:
- გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება;
- უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწავლობენ მოვლენათა შეფასებას;
- მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
კლუბის მუშაობის მიზანი
მოსწავლეებს უადვილდებათ კომუნიკაცია, არის კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, მათი მუშაობა ეფუძნება მეგობრობას ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. მოსწავლეებს, განვითარების ამ ეტაპზე, მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ.
საგაკვეთილო პროცესი სრულიად ვერ უზრუნველყოფს ყველა ამ ინტერესის დაკმაყოფილებასა თუ გამოვლენას. სასკოლო კლუბებში მონაწილება შესანიშნავი საშუალებაა მოზარდისათვის დაკავდეს მისთვის საინტერესო აქტივობით. მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
კლუბის ფუნქციონირება უკავშირდება არასაგაკვეთილო დროს და აქტივობებს, ეს კი მოსწავლეთა ინტერესებს აღვივებს. საუკეთესო შემთხვევაში, თუ კლუბის მუშაობა იგეგმება ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ მათი ჩართულობის ხარისხი გაიზარდოს. კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. სწორედ თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მოტივაციის ზრდას გეოგრაფიის ან სხვა საგნების მიმართ.
კლუბი მოსწავლეებისათვის წარმოადგენს გეოგრაფიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. კლუბში საქმიანობით მოსწავლეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სკოლისა და თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო,კლუბში მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
კლუბში წევრობის განაცხადი
სახელი, გვარი: ——————–
კლასი :
ასაკი:
საკონტაქტო ინფორმაცია: ———————
(მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა)
ჩემი ინტერესები: ———————————————————————————————–
რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო გეოგრაფიის კლუბში მუშაობა ,რას მოელი ამ საქმიანობისგან: ————————————————————————————
გეოგრაფიული კლუბის "დედამიწის ქომაგების" სამუშაო გეგმა
3 ოქტომბერი ---- პირველი შეხვედრა
ა) კლუბის კონცეფციის გაცნობა
ბ) კლუბის წესდების გაცნობა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
გ) კედლის გაზეთის მომზადება და გამოშვება თემა "საქართველო და გლობალიზაცია"
17 ოქტომბერი ---- მეორე შეხვედრა
ქ. ბოლნისის მეტეოროლოგიური სადგურში ამინდზე დაკვირვება, ხელსაწყოებისა და სადგურის მუშაობის გაცნობა
7 ნოემბერი
ქ. ბოლნისის ამინდზე დაკვირვება ყოველდღიურ ჩანაწერების განხილვა მეტეოსადგურში მიღებული გამოცდილების გაანაზილება, ყოველდღიური ამინდის ჩანაწერების გაკეთება და ყოველთვიური ამპლიდუდის გამოთვლა. პრეზენტაცის მომზადება.
21 ნოემბერი ---- მეოთხე შეხვედრა
პრეზენტაციის წარმოდგენა თემაზე "ამინდზე დაკვირვება ქ. ბოლნისის მეტეოსადგურში".
5 დეკემბერი ---- მეხუთე შეხვედრა
საქართველოს ბუნების ათი საოცრება.
19 დეკემბერი ---- მეექვსე შეხვედრა
,,ის რაც ერთხემ მაინც უნდა ნახო''.
მეორე სემესტრის სამუშაო გეგმა
6 თებერვალი ---- მეშვიდე შეხვედრა
საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო
21 თებერვალი მერვე შეხვედრა
საქართველოს მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობა
6 მარტი ---- მეცხრე შეხვედრა
კედლის გაზეთის მომზადება და გამოშვება "დედამიწის ქომაგები" - თემაზე "საქართველოს კლიმატი"
20 მარტი ---- მეათე შეხვედრა
ა) საქართველოს დაცული ტერიტორიები
ბ) ახალ შეძენილი რუკების ტილოზე გადატანა და მისი სასწავლო პროცესის გამოყენებისთვის
3 აპრილი ---- მეთერთმეტე შეხვედრა
ბოლნისის ტუფისა და ბაზალტის საბადოებისა და საამქრო პროცესის მოსახულება და მათი ნიმუშების გამოფენის მოწყობა რესურს ოთახში.
17 აპრილი ---- მეთორმეტე შეხვედრა
სტუმრად წიგნის "ეკატერინენფელდის, ლუქსემბურგის, ბოლნისი" ავტორთან პეტრე დანელიასთან
1 მაისი ---- მეცამერტე შეხვედრა
მდინარე მაშავერის ხეობის შესწავლა ადგილზე გასვლა და ჭალის მონახულება
15 მაისი ----- მეთოთხმეტე შეხვედრა
ქ. ბოლნისში მცხოვრები ეთნოსები მათი ჩვეულებები და ტრადიციები.
29 მაისი ---- მეთხუთმეტე შეხვედრა
წლიური მუშაობის შეჯამება. შთაბეჭდილებები.
